თავი N2 – ჯავშნის განხორციელება და მიწოდება – დაბრუნების წესი

  1. კომპანიის მომსახურების ზოგადი დებულებები

10.1. წინამდებარე დოკუმენტით გათვალისწინებული დებულებები და პირობები მოქმედებს თქვენ მიერ www.lemanspadel.ge/- ვებგვერდის, მეშვეობით განთავსებულ ნებისმიერ ჯავშანთან დაკავშირებით, იმისდამიუხედავად თუ რა სახის, რა მოწყობილობის მეშვეობით გაქვთ წვდომა ელექტრონულ პლატფორმასთან.

10.2. ჩვენი ელექტრონული პლატფორმაზე წვდომით, დათვალიერებით და გამოყენებით ნებისმიერი და/ან ჯავშნის შევსებით/განხორციელებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით, გააცნობიერეთ და ეთანხმებით წინამდებარე დებულებებისა და პირობების სრულად მოქმედებას. თუ სრულად არ ეთანხმებით ამ დოკუმენტით გათვალისწინებულ დებულებებსა და პირობებს, არ განათავსოთ რაიმე ჯავშანი.

10.3. ის გვერდები, რომელზეც განთავსებულია ჩვენ მიერ მოწოდებული ონლაინ ჯავშნის სერვისი, მათი შინაარსი და ინფრასტრუქტურა და ჩვენს მიერ ამ გვერდებზე და ერთიანი პორტალის მეშვეობით მოწოდებული ონლაინ ჯავშნის სერვისი ეკუთვნის, მართავს და მოწოდებულია „კომპანიის“ მიერ და განკუთვნილია მხოლოდ თქვენი პირადი და არაკომერციული გამოყენებისთვის, ამ დოკუმენტით გათვალისწინებული წესებისა და პირობების შესაბამისად.

10.4. კომპანიასა და სერვისის მომწოდებელ პირებს შორის ურთიერთობა, რეგულირდება დამოუკიდებელი ხელშეკრულებით. ამასთან, სერვისის მომწოდებელს, პორტალზე გამოქვეყნებული პოლიტიკისა და წესების გარდა, შეიძლება ჰქონდეს და/ან მოითხოვოს – საკუთარი წესები და პირობები, რაც დაკავშირებულია მათ საკუთრებაში ანდა სარგებლობაში არსებული სპორტული დარბაზების, მოედნების, საცუარაო აუზების, სხვა სპორტული ინფრასტრუქტურისა და ინვენტარის გამოყენების, წვდომისა და სარგებლობისათვის, რაც შეიძლება მოიცავდეს გარკვეულ პასუხისმგებლობასა და შეზღუდვებს.

  1. ანგარიშის რეგისტრაცია

11.1. ჯავშნის განსახორციელებლად თქვენ ჩვენთან უნდა გახსნათ/გააქტიუროთ ანგარიში. რეგისტრაციის დროს მოგეთხოვებათ თქვენ შესახებ გარკვეული პირადი დეტალების მოწოდება, რომელიც მათ შორის მოიცავს სახელსა და გვარს, ტელეფონის ნომერს, ელ. ფოსტას. გთხოვთ დარწმუნდეთ, რომ ყველა პერონალური მონაცემი უტყუარი, ზუსტი და სრულია. თქვენი პირადი მონაცემების განახლება ან კორექტირება ნებისმიერ დროს შეგეძლებათ თქვენს ანგარიშზე წვდომით.

11.2. ანგარიშის რეგისტრაციისას, თქვენივე ანგარიშის დაცვის მიზნით, მოგეთხოვებათ პაროლის უზრუნველყოფა. თქვენ მიერ შედგენილი ანგარიშის პაროლი უნდა იყოს

უნიკალური და დაცული. თქვენ პასუხისმგებელი ხართ თქვენი ანგარიშის პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებასა და თქვენი ანგარიშის მეშვეობით განხორციელებულ ნებისმიერ აქტივობაზე. ლემანს პადელი არ იღებს პასუხისმგებლობას ნებისმიერი პირის მიმართ ნებისმიერ ზარალზე ან ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ვერ უზრუნველყოფთ თქვენი პაროლის ან ანგარიშის დაცვას.

11.3. თუ იცით ან ეჭვი გაქვთ, რომ დარღვეულია თქვენი პაროლის ან ანგარიშის უსაფრთხოება, ან ხდება მათი არამართლზომიერი გამოყენება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ ლემანს პადელს-ს.

  1. ჯავშნის განხორციელება

12.1. ყველა ჯავშანი ექვემდებარება ჩვენგან დადასტურებას. თქვენი ჯავშანი განხორციელებულად ითვლება მხოლოდ მას შემდგომ რაც ჩვენგან ელექტრონულად/ტელეფონის მეშვეობით მიიღებთ დასტურს. ამ მომენტიდან ჩვენ მიერ მომსახურება ითვლება გაწეულად და დასრულებულად.

12.2. ელექტრონულ პლატორმაზე განთავსებული ინფორმაცია არის მოწვევა ოფერტზე და არ არის ოფერტი. ოფერტი კეთდება, როდესაც თქვენ თქვენთვის სასრუველი მოედნის დაჯავშნის ღილაკს დააწვებით. თუმცა, ჯავშანი დადებულად არ ჩაითვლებამდე იქამდე, ვიდრე ჩვენგან არ მიიღებთ შეტყობინებას. ამასთან, მოგიწოდებთ, რომ ვიზიტის დასრულებამდე შეინახოთ ჩვენ მიერ გამოგზავნილი ჯავშნის დასტური.

12.3. ჩვენ ელექტრონულ პლატფორმაზე ჯავშნის განხორციელებით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენ მიერ მოწოდებულ ელექტრონულ ფოსტაზე ანდა ტელეფონის ნომერზე მიიღოთ: • ელ.წერილი, რომელიც შეიძლება გამოგიგზავნოთ ვიზიტის დრომდე ცოტა ხნით ადრე, მოგაწოდოთ ინფორმაცია თქვენი დანიშნულების ადგილის შესახებ და მოგაწოდოთ გარკვეული ინფორმაცია და შეთავაზებები; • ელ.წერილი ვიზიტის შემდეგ, რათა შეაფასოთ თქვენი გამოცდილება სერვისის მომწოდებელთან და მისგან მიღებულ სერვისთან დაკავშირებით; • ელ.წერილი რომელიც ჩვენ შეიძლება გამოგიგზავნოთ თქვენი ვიზიტის შემდეგ დაუყოვნებლივ, რათა შეავსოთ ჩვენი მომხმარებლის განხილვის ფორმა.

12.4. იმისათვის, რომ სათანადოდ შეავსოთ და უზრუნველყოთ თქვენი ვიზიტის დაჯავშნა სერვისის მომწოდებელთან, თქვენ უნდა გამოიყენოთ თქვენი სწორი ელექტრონული ფოსტის მისამართი. ჩვენ არ ვართ პასუხისმგებელი და არ გვაქვს ვალდებულება გადავამოწმოთ ნებისმიერი არასწორი ან არასწორად დაწერილი

ელექტრონული ფოსტის მისამართი ან არასწორი ტელეფონის ან საკრედიტო ბარათის ნომერი.

12.5. მომსახურების მუდმივი განახლების, ტარიფების და ხელმისაწვდომობის კორექტირების გამო, ჩვენ გირჩევთ გააკეთოთ ეკრანის ამონაბეჭდები (ე.წ. სქრინები) ჯავშნის დროს თქვენი პოზიციის მხარდასაჭერად, ასეთი საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში.

  1. ფასები და სერვისის მომწოდებლების შეთავაზებები

13.1. თუკი ჩვენ მიერ ელექტრონულ პლატფორმაზე სხვაგვარად არ იქნება მითითებული, ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე სერვისის მომწოდებლების მიერ შემოთავაზებული ფასები ნაჩვენებია დღგ-სა და ყველა სხვა გადასახადის, მათ შორის კომპანიის მომსახურებით სარგებლობისათვის დადგენილი საკომისიოს ჩათვლით. საგადახდო მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შეიძლება დაემატოს საბოლოო ფასს, შესაბამისად თქვენ მიერ ჯავშნის საფასურის გადახდისას გადასახდელი ოდენობა შეიძლება შედგებოდეს შემდეგი ელემენტებისგან: ჯავშნის საფასური + საგადახდო მომსახურების საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 13.2. ელექტრონული პლატფორმის საშუალებით ასევე შესაძლებელია შეიძინოთ აბონემენტები სერვისის მომწოდებლების მიერ შემოთავზებული სხვადასხვა სერვისით სარგებლობის მიზნით. ამასთან, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აბონემენტის ფასები მოცემულია ერთ ადამიანზე ან ჯგუფზე და მომხმარებელს ანიჭებს შესაბამისი სერვისით სარგებლობის უფლებას მასში მითითებული ვადითა და პირობებით.

  1. გადახდის წესი და საგადახდო საშუალება

14.1. მომხმარებელი ვალდებულია ჯავშნის განხორციელებისას გადაიხადოს მომსახურების საფასური ელექტრონულ პლატფორმაზე განათავსებული ონლაინ გადახდის საშუალებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებლის ჯავშანი გაუქმდება და სერვისის მომწოდებელი თავისუფლდება მისთვის სერვისის მიწოდების ვალდებულებისაგან. 15.2. წინამდებარე დებულებებისა და პირობების შემუშავების დროისთვის, ლემანს პადელი გთავაზობთ გადახდას რომელსაც უზრუნველყოფს “Bank Of Georgia”, რომელიც არის რეგისტრირებული, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერი

  1. ჯავშნის გაუქმება და შეცვლა

15.1. ჩვენი მომსახურება დასრულებულად და გაწეულად ჩაითვლება, აგრეთვე თქვენ მიერ სრულად მიღებულად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როდესაც თქვენ მიიღებთ დასტურს ჯავშნის განხორციელებაზე. ამდენად, თქვენ არ გაქვთ უფლება

გააუქმოთ/შეცვალოთ ან უარი თქვათ თქვენს ჯავშანზე გარდა ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებისა.

15.2. მომხმარებელს ანგარიშის მეშვეულებით ელექტროულად შეუძლია შეცვალოს ჯავშნის დრო ან სრულად გააუქმოს იგი თუ ვიზიტამდე დარჩენილია 24 (ოცდაოთხი) საათზე მეტი. ასეთ დროს, ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში მას სრულად უბრუნდება მის მიერ გადახდილი თანხა.

15.3. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლის მიერ 24 (ოცდაოთი) საათზე ნაკლები დროით ადრე ჯავშნის გაუქმების შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება, ხოლო ჯავშნის დროის შეცვლა მომხმარებელს შეეძლება სამუშაო დღის ბოლომდე დარჩენილი იმავე საფასო კატეგორიის სლოტების ფარგლებში. დროის მითითებულ პერიოდში თავისუფალი ადგილის არ არსებობის შემთხვევაში ჯავშანი ითვლება გაუქმებულად ან შესაძლებელია გადავიდეს მომდევნო დღეებზე.

15.4. ამინდის გაუარესების გამო გაუქმებულ ან გადადებულ ჯავშანზე მომხმარებელს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება, თუმცა ასეთი ჯავშნის კომპენსირება შეიძლება მოხდეს იმავე სპორტულ ობიექტზე სხვა თავისუფალ დროს ჯავშნის მთლიანად ან ნაწილობრივ გადატანით.

მოთხოვე
ზარი.