თავი 3: კომპანიის კონფედენციალურობის პოლიტიკა

  1. ბმულები და სოციალური გვერდები

7.1. ელექტრონული პლატფორმა შესაძლოა შეიცავდეს სხვა ვებგვერდების/აპლიკაციების ბმულებს, რომლებიც არ კონტროლდება ლემანს პადელი-ს მიერ. ამგვარი ბმულები მოცემულია მხოლოდ მომხმარებლის დასახმარებლად ან ინფორმაციის გასაზიარებლად და აღნიშნული არ უნდა იქნას აღქმული ჩვენ მიერ ამგვარი ვებგვერდების/აპლიკაციების მხარდაჭერად.

7.2. ჩვენ არ ვიღებთ რაიმე პასუხისმგებლობას ჩვენს ელექტრონულ პლატფორმასთან დაკავშრებული ვებგვერდების/აპლიკაციების შიგთავსზე. ჩვენ არ დაგვეკისრება პასუხისმგებლობა რაიმე სახის ზიანზე ან დანაკარგზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას თქვენ მიერ მათი სარგებლობის შემთხვევაში.

7.3. წინამდებარე ელექტრონული პლატფორმის პირობები ასევე არეგულირებს თქვენს ნებისმიერ განცხადებას, განთავსებულს Sprenty-სთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე მხარის ვებგვერდზე ან ჩვენი ფეისბუქის, ტვიტერის, პინტერესტის, იუთუბის ან სოციალური ქსელის გვერდებზე. ნებისმიერი მესამე მხარის სოციალური ქსელის ვებგვერდზე განთავსებული ყველა კომენტარი, გამოსახულება, ვიდეო ან ნებისმიერი სხვა სახის მასალა უნდა აკმაყოფილებდეს მოცემულ პირობებსა და მესამე მხარის სოციალური ქსელის ვებგვერდით სარგებლობის შესაბამის პირობებს.

  1. კონფიდენციალურობა და ქუქი-ფაილები

8.1. თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, შესაძლებელია დამუშავებული იქნას “კომპანიის” მარკეტინგული მიზნებისთვის, და წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანახმებისას იგულისხმება, რომ თქვენ აღნიშნულ პირობაზე აცხადებთ თანხმობას.

  1. მიმოწერა და კომუნიკაცია

თქვენსა და lemans padel-ს შორის კომუნიკაცია, შეტყობინებების, მოთხოვნების, პრეტენზიების ჩათვლით, განხორციელდება ძირითადად ელექტრონული საშუალებებით – ვებ გვერდზე შეტყობინებების განთავსებით ან ელ.ფოსტაზე შეტყობინებით. თქვენ ეთანხმებით კომუნიკაციის ამ ელექტრონული საშუალებების გამოყენებას და აცნობიერებთ, რომ lemans padel-ს მიერ თქვენთვის ელექტრონული საშუალებებით მოწოდებული ყველა ხელშეკრულება, შეტყობინება, ინფორმაცია და სხვა კომუნიკაცია აკმაყოფილებს წერილობითი დოკუმენტისათვის დადგენილ ყველა სამართლებრივ მოთხოვნას. ნებისმიერი პირის მიმართ ნებისმიერ ზარალზე ან ზიანზე, რომელიც შესაძლოა წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ვერ უზრუნველყოფთ თქვენი პაროლის ან ანგარიშის დაცვას.

9.1. თუ იცით ან ეჭვი გაქვთ, რომ დარღვეულია თქვენი პაროლის ან ანგარიშის უსაფრთხოება, ან ხდება მათი არამართლზომიერი გამოყენება, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეატყობინოთ ამის შესახებ ლემანს პადელს-ს.

მოთხოვე
ზარი.