ელექტრონული პლატფორმის სარგებლობის, ჯავშნის განხორციელების წესები და პირობები
შემდეგ გვერდებზე მოცემულია დეტალური ინფორმაცია შპს „ლემანს პადელის“ („ჩვენს“) შესახებ, აგრეთვე მოცემულია პირობები, რომლებიც არეგულირებენ თქვენ მიერ ვებ გვერდით www.lemanspadel. სარგებლობის წესებს, ასევე ონლაინ ჯავშნების განხორციელებას. ჩვენს ვებ გვერდზე ანგარიშის დარეგისტრირებისას, ელ.ფოსტის მისამართზე მოგეწოდებათ რეგისტრაციის მომენტისათვის მოქმედი დებულებებისა და პირობების ელექტრონული დოკუმენტი. ჩვენ გირჩევთ, ამობეჭდოთ და შეინახოთ დებულებებისა და პირობების ასლი შემდგომში გამოყენების მიზნით. ვებგვერდზე – www.lemanspadel.ge , ნებისმიერი ჯავშნის განხორციელებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ კომპანიის მოქმედ დებულებებსა და პირობებს. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, აღნიშნული დებულებები და პირობები შესაძლოა კომპანიის მიერ შეიცვალოს ცალმხრივად წინასწარი შეტყობინების გარეშე. დებულებებისა და პირობების მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ შეტყობინება შესაძლოა მიიღოთ თქვენ მიერ რეგისტრირებულ ელ.ფოსტის მისამართზე. დებულებებისა და პირობების განახლებული ვერსია ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი ვებგვერდზე. ჯავშნის განხორციელებისას იმოქმედებს ჯავშნის მომენტისათვის www.lemanspadel.ge არსებული დებულებებისა და პირობების ვერსია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამ დებულებებსა და პირობებში ცვლილებების შეტანა მოითხოვება კანონის ან სახელმწიფო ხელისუფლების მიერ და ჩვენ შესაძლოა დაგვევალოს ამგვარი ცვლილებების გავრცელება თქვენ მიერ ადრე განხორციელებულ ჯავშნებზე. ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომითა და მისი გამოყენებით, ჯავშნების განთავსებით, თქვენ ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ დებულებები და პირობები და თანახმა ხართ, მათი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების აღებაზე. წინამდებარე დებულებები და პირობები გამარტივებისთვის პირობითად დავყავით ორ თავად: (i)ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის ზოგადი პირობები და წესები და (ii)ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით ჯავშნების განხორციელების პირობები და წესები.
თავი N1 – ელექტრონული პლატფორმის გამოყენების წესები და პირობები,
1.1. ანგარიში – ელექტრონული პლატფორმის, აგრეთვე აპლიკაციის დახურული/ კონფიდენციალური ნაწილი, რომელშიც მომხმარებელი შედის ელ.ფოსტის მისამართისა და პაროლის მეშვეობით. ანგარიში გამოიყენება მომხმარებლის მიერ ჯავშნების განსათავსებლად. ანგარიში შეიცავს მომხმარებლისა და ვებგვერდზე მისი
აქტივობის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც მოწოდებულია თავად მომხმარებლის მიერ (პერსონალური მონაცემები), ან ავტომატურად – ვებგვერდის მიერ (ჯავშნების ისტორია, და.ა.შ.).
1.2 პუნქტში მითითებული მომსახურება.
1.3. ელექტრონული პლატფორმა – ჩვენი ვებგვერდი ან/და აპლიკაცია.
1.4. ვებგვერდი – ჩვენი ვებგვერდი, დომენით www.lemanspadel.ge, რომლის მეშვეობითაც ხელმისაწვდომია 3.1 პუნქტში მითითებული მომსახურება.
1.5. შპს „ლემანს პადელი Ltd Lemanspadel (ს/კ 404775383), რომელიც დაფუძნებულია საქართველოში და მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია ასევე მოხსენიებული შეიძლება იყოს როგორც „ჩვენ“, „ჩვენი“. 1.6. მომსახურება – ჩვენი კომპანიის მიერ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით შეთავაზებული მომსახურება, რომელიც გულისხმობს პადელის კორტების და მის სათამაშოდ საჭირო ინვენტარის სარგებლობისათვის ონლაინ ჯავშნების სერვისის მიწოდებას.
1.7. მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური პირი 18 წლიდან, რომელიც ჩვენს ელექტრონულ პლატფორმაზე არეგისტრირებს ანგარიშს მომავალში ჯავშნების განხორციელების მიზნით.
1.8. საინფორმაციო ბიულეტენი – რეგისტრირებული მომხმარებლისათვის, მისი შესაბამისი თანხმობის შემთხვევაში, ექსკლუზიურად ელექტრონულ ფორმატში და მიმდინარე პერიოდში მიწოდებული კომერციული და სარეკლამო კომუნიკაცია, რომელიც არ წარმოადგენს კომპანიის ოფერტს.
1.9. შიგთავსი – ელექტრონულ პლატფორმაზე გამოსახული თუ ხელმისაწვდომი ნებისმიერი გრაფიკული გამოსახულება, ნახატი, ნაბეჭდი, ფოტო, გამოსახულება, ხმა, მუსიკა, ვიდეო, აუდიო, ტექსტი, ლოგო, ღილაკის სიმბოლო, მონაცემთა ბაზა, დიზაინი, პროგრამული უზრუნველყოფა და ნებისმიერი სხვა ელემენტი.
1.10. ჯავშნის შემქმნელი მომხმარებელი – მომხმარებელი, რომელმაც უშუალოდ დაჯავშნა სპორტული ობიექტი, ვალდებულია სერვისის მიღებამდე ხელი მოაწეროს „კომპანიის“ მიერ წარდგენილ ან გაგზავნილ მიღება-ჩაბარების აქტს.
2.1. ელექტრონული პლატფორმის მესაკუთრე და ოპერატორია შპს ლემანს პადელი, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული და მოქმედი კომპანია, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საიდენტიფიკაციო ნომრით – 404775383.
2.2. გთხოვთ, შეკითხვების არსებობისას, მოგვმართოთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე: • ტელეფონი: +995 555 133 466 • ელ.ფოსტის მისამართი: lemanspadel@gmail.com
3.1. ელექტრონული პლატფორმით სარგებლობის წინამდებარე პირობები უკავშირდება თქვენ მიერ ლემანს პადელის ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომასა და ნებისმიერი სახით სარგებლობის საკითხს, ისევე, როგორც თქვენ მიერ განთავსებულ ჯავშნებს, მიუხედავად იმისა, თუ რა საშუალებით გაქვთ წვდომა ან რა ტექნოლოგიებსა და მოწყობილობებს იყენებთ ამგვარი წვდომისათვის.
3.2. ელექტრონულ პლატფორმაზე ნებისმიერი საშუალებით წვდომით, სარგებლობით ან/და რეგისტრაციით, აგრეთვე, ჯავშნის განხორციელებით თქვენ ადასტურებთ, რომ წაკითხული და გაცნობიერებული გაქვთ პირობები და თანახმა ხართ აიღოთ შესაბამისი დებულებები.
3.3. ინტერნეტ კავშირის/მობილური კავშირის ელექტრონულ პლატფორმაზე წვდომა უფასოა. მქონე ნებისმიერი პირისთვის
3.4. ჩვენ ვერ ვიძლევით გარანტიას, რომ ჩვენი ელექტრონული პლატფორმა ან მისი რომელიმე შიგთავსი ყოველთვის იქნება ხელმისაწვდომი და შეუფერხებელი. ჩვენ შეგვიძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე შევაჩეროთ, გავაუქმოთ, შევწყვიტოთ ან/და შევცვალოთ ჩვენი ელექტრონული პლატფორმის ნებისმიერი ნაწილი. ჩვენ არ დაგვეკისრება რაიმე სახის პასუხისმგებლობა თქვენ წინაშე თუ ჩვენი ელექტრონული პლატფორმა ნებისმიერი შესაძლო მიზეზით, ნებისმიერ დროს ან ნებისმიერი ვადით გახდება მიუწვდომელი.
4.1. ელექტრონული პლატფორმის, აგრეთვე მისი შიგთავსის შემადგენელი ყველა ელექტრონული მასალა და ნაწილი დაცულია საავტორო უფლებებით, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნებითა, კომპანიის საფირმო სახელწოდებით და სხვა ინტელექტუალური/სამრეწველო საკუთრების უფლებებით. ყველა ასეთი უფლებების მქონე ან შესაბამისი ლიცენზიების მფლობელია კომპანია ან ამგვარი შიგთავსის მომწოდებელი. ყველა ამგვარი უფლება დაცულია.
5.1. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ელექტრონული პლატფორმით მხოლოდ პირადი და კანონიერი მიზნებით.
5.2. თქვენ ელექტრონული პლატფორმით, ისევე როგორც ნებისმიერი შიგთავსით ვერ ისარგებლებთ: • იმ ფორმით, რომელიც არღვევს ნებისმიერ მოქმედ ეროვნულ თუ საერთაშორისო კანონს ან რეგულირებებს; • იმ ფრომით, რომელიც ხელყოფს, ზღუდავს ან/და აფერხებს სხვა პირის მიერ ვებგვერდით სარგებლობის/მისი გამოყენების უფლებას; • ნებისმიერი კომერციული მიზნით; • თუ შეგნებულად გადასცემთ, გადაგზავნით ან ატვირთავთ ნებისმიერ მონაცემს/ მასალას, რომელიც შეიცავს ვირუსს, ე.წ. „ტროიანებს“, ჯაშუშ პროგრამებს, ან ნებისმიერ სხვა საზიანო პროგრამებს ან კოდებს, რომელთა მიზანია კომპიუტერულ პროგრამებსა და მოწყობილობაზე უარყოფითი ზეგავლენა; • თუ გადასცემთ ან უზრუნველყოფთ ნებისმიერი არასასურველი ან არასანქცირებული სარეკლამო ან წამახალისებელი ან ნებისმიერი სხვა ფორმის წამაქეზებელი გზავნილის (სპამის) გადაცემას.
5.3. თქვენ ასევე თანახმა ხართ, რომ: • ჩვენი წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე და თქვენი პირადი სარგებლობის მიზნის გარდა, არ განახორციელებთ ელექტრონული პლატფორმის ან არსებული მასალების თუ ელექტრონული პლატფორმის შემადგენელი კომპიუტერული კოდებისა და ელემენტების კოპირებას, რეპროდუცირებას, კადრირებას, ხელახლა გამოქვეყნებას, ჩამოტვირთვას, ბეჭდვას, განთავსებას, განმეორებით განთავსებას, მაუწყებლით გადაცემას, ჩაწერას, გადაცემას, გასაჯაროებას, ბმულით დაკავშირებას, ჰაიპერბმულით (deep link) დაკავშირებას ან დისტრიბუციას ნებისმიერი სახით; • არ შეცვლით ან რაიმე სახით არ გაავრცელებთ ვებგვერდის შიგთავსის ცვლილებებს, მათ შორის და არა მხოლოდ ლემანს პადელ-ის ლოგოებისა და სასაქონლო ნიშნების აღებას; • არ დააზიანებთ, არ შეაფერხებთ ან ზემოქმედებას არ მოახდენთ ამ ელექტრონული პლატფორმის, მისი შიგთავსის ან ნებისმიერი დაკავშირებული ქსელის ან პროგრამის ნებისმიერი ნაწილის უსაფრთხოებაზე; • არ განათავსებთ რაიმე სახის თაღლითურ ჯავშნებს.
5.4. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, დაუყოვნებლივ შევუზღუდოთ/დავუბლოკოთ ნებისმიერ მომხმარებელს ვებგვერდზე წვდომა და დავხუროთ ამ დებულებების დამრღვევი ნებისმიერი რეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში.
6.1. ჩვენ გონივრულ ძალისხმევას გამოვიყენებთ იმისათვის, რომ უზრუნველვყოთ ზუსტი, სრული და განახლებული შიგთავსის მოწოდება. კონკრეტულ დროს ელექტრონულ პლატფორმაზე კონკრეტული სერვისის მიმწოდებლის არსებობა არ გულისხმობს ან გარანტიას არ იძლევა, რომ მოცემული სერვისის მიმწოდებელი ნებისმიერ დროს იქნება ხელმისაწვდომი. ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, რომ ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ ნებისმიერი სერვისის მიმწოდებლის ელექტრონულ პლატფორმაზე განთავსება.
6.2. მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, ლემანს პადელი პასუხისმგებლობას იხსნის ყველანაირ განცხადებებსა და გარანტიებზე, რომელიც გამოხატული ან ნაგულისხმევია შიგთავსის სიზუსტესთან დაკავშირებით.
6.3. ჯავშნის აღწერასთან და/ან ფასებთან დაკავშირებით შეცდომების ან ელექტრონული პლატფორმაზე ამგვარი ჯავშნის აღწერაში შესაბამისი მონაცემების არარსებობის შემთხვევებში ლემანს პადელი იტოვებს უფლებას გამოასწოროს ეს შეცდომები და შემდგომ გააუქმოს ან შეცვალოს კონკრეტული ჯავშნები მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის ფარგლებში.ლემანს პადელი გონივრული ძალისხმევის ფარგლებში ეცდება უზრუნველყოს, რომ ელექტრონული პლატფორმა თავისუფალი იყოს ვირუსებისა და სხვა მავნე ან საზიანო შიგთავსისაგან. თუმცა, ჩვენი რეკომენდაციაა, ელექტრონული პლატფორმის და მის შიგთავსზე უსაფრთხო წვდომის უზრუნველსაყოფად დაიცვათ სიფრთხილის ზომები, რადგან ვერ მოგცემთ გარანტიას, რომ ამ პლატფორმით სარგებლობა არ გამოიწვევს თქვენი კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის დაზიანებას. მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, ლემანს პადელს-ს არ დაეკისრება ნებისმიერი პირის მიმართ პასუხისმგებლობა ნებისმიერ ზარალზე ან დაზიანებაზე, რომელიც აღნიშნულ პირებს შეიძლება მიადგეთ ვირუსის ან სხვა მავნე ან საზიანო შიგთავსის გამო, რომელთანაც მათ ჰქონდათ წვდომა ელექტრონულ პლატფორმასთან ან მისი საშუალებით.