ხშირად დასმული კითხვები.

რა არის პადელი?
პადელი არის მექსიკური წარმოშობის, ჩოგნით სათამაშო სპორტის სახეობა, რომელიც აერთიანებს ჩოგბურთისა და სქუაშის ელემენტებს. თამაში, როგორც წესი, წყვილებში იმართება. მიუხედავად იმისა, რომ პადელი და ჩოგბურთი ერთსა და იმავე ანგარიშის სისტემას იყენებენ, ტექნიკით და წესებით განსხვავდებიან ერთმანეთისაგან.
საჭიროა თუ არა ვიზიტამდე წინასწარი რეგისტრაცია?
არა, ვიზიტამდე რეგისტრაცია სავალდებულო არ არის, თუმცა რეკომენდირებულია დაჯავშნოთ წინასწარ.
სავალდებულოა თუ არა საკუთარი სპორტული ინვენტარის მოტანა ?
არა, საკუთარი ინვენტარის მოტანა სავალდებულო არ არის. ადგილზე შეძლებთ იქირავოთ ყველა საჭირო ინვენტარი- ჩოგნები, ბურთები და სხვა.
რა საათებში მუშაობს კომპლექსი?
კომპლექსი მუშაობს ყოველ დღე, დილის 10:00 საათიდან ღამის 02:00 საათამდე.
როგორ ხდება კორტების დაჯავშვნა?
კორტების დაჯავშნა მარტივად შეგიძლიათ ჩვენი ვებგვერდის მეშვეობით. რეკომენდირებულია წინასწარ დაჯავშნა, რათა უზრუნველყოთ თქვენთვის სასურველი დრო. დამატებით, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ Facebook Messenger- ის საშუალებით.
სად მდებარეობს და რა აქტივობებს გვთავაზობთ პადელის გარდა?
პადელ ქლაბი მდებარეობს გასართობ ცენტრ “ლისი ლემანსის” ტერიტორიაზე, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან აქტივობებს ყველა ასაკის ადამიანისთვის. ადგილზე დაგხვდებათ კარტინგი, ტირი, სტრიტბოლისა და ტენისის მოედნები, კაფე-ბარი, მშვილდიდან სროლა, სათამაშო აპარატები და კომფორტული მოსასვენებელი სივრცე.

მოთხოვე
ზარი.